воскресенье, 27 сентября 2009 г.

суббота, 26 сентября 2009 г.

გაკვეთილი:შეგრძნების ორგანოთა მოქმედება.მხედველობა

გაკვეთილის მთავარი თემა
შეგრძნების ორგანოთა მოქმედება.მხედველობა
სწავლების საფეხური
II საფეხური, IX კლასი


მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა – 33, განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ მყავს.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაეცნოს შეგრძნების ორგანოთა მნიშვნელობას, განსაკუთრებით მხედველობის ორგანოს აგებულებას და მის მნიშვნელობას, მხედველობის უქონლობით შექმნილ პრობლემებს და მისი გადაჭრის საშუალებებს.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ბუნ.IX.1. ა) ილუსტრაციაზე ამოიცნობს ორგანოთა სისტემებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციებს;
ბ) საკუთარ თავზე აკვირდება სხვადასხვა სიტუაციაში ფიზიკურ ცვლილებებს (მაგ. გუგის გაფართოება-შევიწროვება) და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ადაპტური მოქმედების შესახებ.
ცოდნა

1.გრძნობათა ორგანოების დასახელება და მათი როლი გარე სამყაროს აღქმაში.
2.კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული ჩვევები.


შეფასების საგანი და პროცედურები

ინდივიდუალური (პრეზენტაციის, შესრულებული სამუშაოს მიხედვით)



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ილუსტრირებული ტაბულები, თვალის მოდელი
ინფორმაციის წყაროები:
1.ბიოლოგიის სახელმძღვანელო – IX კლასი
2.საოჯახო მედიცინა – თბილისი, 1984წ.
3.კომპიუტერი -თვალის აგებულების და თვალის მიერ სინათლის სხივის აღქმის შესაბამისი სურათები.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
1.მოსწავლეთა ორგანიზება;
2.პრობლემის წამოჭრა -ა) რით შეიმეცნებს ადამიანი გარე სამყაროს?
ბ) გრძნობათა ორგანოებს შორის რომელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი? -5 წთ;
3.ტექსტზე მუშაობა, რვეულში შესაბამისი დავალებების შესრულება -20 წთ;
ა)შესაბამის სურათზე ინგლისური წარწერების ქართულით შეცვლა
ტექსტის გაცნობის შემდეგ;
ბ) თვალის მიერ სინათლის სხივის აღქმის გაცნობა შესაბამისი
სურათის დახმარებით;
გ) კროსვორდის შევსება;
4.დამუშავებული მასალის პრეზენტაცია -15 წთ
5.მოსწავლეთა შეფასება -5 წთ.